ყველაფერი ერთ აპში: ნომრებიყველაფერი ერთ აპში.

ნომრები, ჯარიმები, საწვავი, ვალუტა და ამინდი ერთ აპში.

4.7/5 · 48 შეფასება App Store-ზე

პრაქტიკული ხელსაწყოები საქართველოში ყოველდღიური ცხოვრებისთვის
ზარის ამოცნობა და ნომრების ძებნა

ზარის ამოცნობა და ნომრების ძებნა

ამოიცანი უცნობი ნომერი, მოძებნე ქართული ნომერი და იპოვე კომპანიის საჯარო საკონტაქტო ინფორმაცია.

  • ტელეფონის ნომრის ძებნა
  • Live Caller ID
  • კომპანიების კატალოგი
დაწვრილებით
ავტომობილები, ჯარიმები და მოვლა

ავტომობილები, ჯარიმები და მოვლა

ერთ სივრცეში აკონტროლე ავტომობილები, ჯარიმები, ტექდათვალიერება, გარბენი და სერვისი.

  • ავტომობილის პროფილები
  • ავტომობილის ჯარიმების ძებნა
  • ჯარიმის დეტალები, ფოტო და ვიდეო
დაწვრილებით
ავტომობილის შემოწმება და იმპორტი

ავტომობილის შემოწმება და იმპორტი

შეამოწმე ავტომობილი, დაგეგმე იმპორტის ხარჯი და აკონტროლე ტვირთი ჩამოსვლამდე.

  • სანომრე ნიშნის ხელმისაწვდომობა
  • VIN კოდის შემოწმება
  • განბაჟების კალკულატორი
დაწვრილებით
საწვავი და სადგურები

საწვავი და სადგურები

შეადარე საწვავის ფასები, გამოთვალე მგზავრობის ან საწვავის ჩასხმის ღირებულება და იპოვე მხარდაჭერილი სადგურები.

  • საწვავის ფასები
  • საწვავის ხარჯისა და მანძილის კალკულატორი
  • სადგურების შედარება და რჩეულები
დაწვრილებით
ვალუტა და კონვერტაცია

ვალუტა და კონვერტაცია

შეადარე კურსები, გადაანგარიშე თანხა და შეინახე ხშირად გამოყენებული ვალუტები.

  • ვალუტის კურსები
  • ვალუტის კონვერტერი
  • საუკეთესო ყიდვისა და გაყიდვის კურსები
დაწვრილებით
ამინდი და ინტერნეტი

ამინდი და ინტერნეტი

დაგეგმე დღე ადგილობრივი ამინდის მიხედვით და გაზომე ინტერნეტ კავშირის ხარისხი.

  • მიმდინარე ამინდი
  • საათობრივი და 14-დღიანი პროგნოზი
  • ქალაქის ძებნა და საქართველოს მიმოხილვა
დაწვრილებით
ვიჯეტები და პერსონალიზაცია

ვიჯეტები და პერსონალიზაცია

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ავტომობილის შესახებ მთავარ ეკრანზე გამოიტანე და აპი შენს ყოველდღიურობას მოარგე.

  • ავტომობილის ვიჯეტები
  • რჩეულები და შენახული პარამეტრები
  • ქართული, ინგლისური და რუსული
დაწვრილებით

ყველაფერი, რაშიც ZINFO გეხმარება.

ნომრის ამოცნობიდან ავტომობილის მოვლასა და ამინდამდე, ყველა ფუნქცია ისეა დაჯგუფებული, რომ საჭირო სერვისი სწრაფად იპოვო.

საჭირო ინფორმაცია სამ ნაბიჯში მიიღე.

  1. 1

    ჩამოტვირთე ZINFO

    დააინსტალირე აპი App Store-დან ან Google Play-დან.

  2. 2

    მოარგე შენს საჭიროებებს

    საჭიროების შემთხვევაში შედი ანგარიშში, დაამატე ავტომობილი ან რჩეულები და ჩართე სასურველი ფუნქციები.

  3. 3

    აირჩიე ფუნქცია

    გახსენი შესაბამისი მიმართულება და შეიყვანე ნომერი, კოდი, ავტომობილის მონაცემები, ქალაქი, თანხა ან სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია.

უახლესი პრაქტიკული გზამკვლევები.

ყველა სტატია
ZINFO-ს საწვავის ფასებისა და კალკულატორის ეკრანი iPhone-ის ჩარჩოში, ფასის ისტორიის გზამკვლევის სათაურთან
საწვავი და სადგურები5 წთ საკითხავი

როგორ წავიკითხოთ საწვავის ფასის ისტორია

ერთი საწვავი, ერთი ქსელი და შეძენის ერთი რეჟიმი: ასე გაარჩევ ისტორიულ ცვლილებას დღევანდელი შეთავაზებისგან.

წაიკითხე სტატია
ZINFO-ს აიქონის არჩევის ეკრანი iPhone-ის ჩარჩოში, ინტერფეისის ენის შეცვლის გზამკვლევის სათაურის გვერდით
ვიჯეტები და პერსონალიზაცია4 წთ საკითხავი

როგორ შევცვალოთ ZINFO-ს ინტერფეისის ენა

ენა ZINFO-ს პროფილში იცვლება, ტელეფონის სისტემური ენისგან დამოუკიდებლად. რჩეულები და სხვა შენახული პარამეტრები ადგილზე რჩება.

წაიკითხე სტატია
ZINFO-ს ხატულების არჩევის ეკრანი iPhone-ის ჩარჩოში, შეტყობინებების ნებართვების გზამკვლევის სათაურის გვერდით
ვიჯეტები და პერსონალიზაცია5 წთ საკითხავი

ZINFO-ს შეტყობინება არ ჩანს?

თუ შეტყობინება არ ჩანს, ცალ-ცალკე შეამოწმე ტელეფონის ნებართვა, ჩვენების პარამეტრები და ანგარიშის პირობები.

წაიკითხე სტატია

მოკლე პასუხები ZINFO-ს შესახებ.

რა არის ZINFO?

ZINFO არის ქართული მობილური აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს ნომრისა და ზარის ამოცნობას, ავტომობილისა და ჯარიმების მართვას, ავტომობილის შემოწმებასა და იმპორტის სერვისებს, საწვავის ფასებს, ვალუტის კონვერტაციას, ამინდს, ინტერნეტის სიჩქარის ტესტს, ვიჯეტებსა და პერსონალიზაციის ფუნქციებს.

შეიძლება ZINFO-თი ავტომობილის ჯარიმის შემოწმება?

ZINFO აჩვენებს ხელმისაწვდომ საპატრულო, ვიდეო და პარკირების ჯარიმებს, მათ დეტალებს, ფოტოებსა და ვიდეოს, როცა ეს ინფორმაცია მოწოდებულია, ხოლო შერჩეულ პაკეტებში შეიძლება შედიოდეს ვადის შეხსენება. ოფიციალურ წყაროდ შესაბამისი უწყების მონაცემები მიიჩნევა.

შეიძლება უცნობი ქართული ნომრის ამოცნობა?

ქართული მობილური ნომერი შეგიძლია ხელით მოძებნო ან თავსებად მოწყობილობაზე ჩართო Live Caller ID. შედეგი დამოკიდებულია ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე, მოწყობილობის მხარდაჭერაზე, გამართვასა და ნებართვებზე.

ავტომობილისა და იმპორტის რომელი ფუნქციებია ხელმისაწვდომი?

ZINFO მოიცავს ავტომობილის პროფილებს, ტექდათვალიერების ინფორმაციას, გარბენისა და ზეთის შეცვლის ჩანაწერებს, სანომრე ნიშნის ხელმისაწვდომობის შემოწმებას, VIN კოდის შემოწმებას, განბაჟების შეფასებასა და კონტეინერის ტრეკინგს. შედეგი დამოკიდებულია ავტომობილის ან ტვირთის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე.

ZINFO-ში არის საწვავის, ვალუტის, ამინდისა და ინტერნეტის სიჩქარის ტესტი?

დიახ. შეგიძლია შეადარო მხარდაჭერილი საწვავის ფასები, გამოიყენო საწვავისა და ვალუტის კალკულატორები, ნახო კურსები და ამინდის პროგნოზი, ასევე გაზომო ჩამოტვირთვისა და ატვირთვის სიჩქარე, პინგი და ჯიტერი.

აქვს ZINFO-ს მთავარი ეკრანის ვიჯეტები?

თავსებად iPhone-სა და Android მოწყობილობაზე შეგიძლია გამოიყენო ავტომობილის ვიჯეტი, რომელიც ხელმისაწვდომ ტექდათვალიერებისა და ჯარიმის ინფორმაციას აჩვენებს. შესაძლებლობები დამოკიდებულია პლატფორმასა და მოწყობილობის ვერსიაზე.

ZINFO უფასოა?

ZINFO-ს ჩამოტვირთვა უფასოა და მოიცავს საწყის წვდომას. დამატებითი ფასიანი პაკეტებით შესაძლებელია შერჩეული ლიმიტების გაზრდა და შესაბამისი შეხსენებების ან შეტყობინებების დამატება.

სად შეიძლება ZINFO-ს ჩამოტვირთვა?

ZINFO ხელმისაწვდომია iPhone-სა და Android-ზე, App Store-სა და Google Play-ში.

ერთი აპი ყოველდღიური საჭიროებებისთვის.

App Store-ის მონაცემები · გადამოწმებულია: 2026-07-21